22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
შრომითი უსაფრთხოების დაცვის სტატისტიკა საქართველოში - მხოლოდ წელს, უკვე 4 გარდაცვლილი

ხარაგაულში, გვირაბში აფეთქებისას დაზარალებულები საავადმყოფოებში რჩებიან. სარკინიგზო გვირაბზე მუშაობა კი ჩინურმა კომპანიამ დროებით შეაჩერა. თანამშრომლები ითხოვენ, რომ პროცესი უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფამდე არ აღდგეს, რადგან მუშაობა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ.

ქვეყანაში რომ შრომითი უსაფრთხოება დაცული არაა, სტატისტიკაც ადასტურებს. პირველი იანვრიდან დღემდე უკვე 4 ადამიანის გარდაიცვალა. 2011 წლიდან 780-ზე მეტი უბედური შემთხვევა დაფიქსირებული, გარდაცვალების ფაქტები კი ყოველწლიურად მატულობს. პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებას რეფორმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

რატომ არ არის საქართველოში შრომითი უსაფრთხოება დაცული, ამ კითხვაზე არასამთავრობო სექტორში კონკრეტული პასუხი აქვთ. ინსპექცია, რომელსაც ამ დროისთვის 25 თანამშრომელი ჰყავს, ვერ მუშაობას. მას რეაგირებისათვის არც საკანონდებლო მხარდაჭერა აქვს და კომპანიებში შესვლაც მხოლოდ სასამართლოს ნებართვით შეუძლია.

შრომითი უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველსაყოფად კანონპროექტის დაუყოვნებლივ განხილვისკენ მოუწოდებს პარლამენტს სახალხო დამცველის ოფისიც.

დღეს ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული ორი მუშის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიებისგან ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციების გადახდას მოითხოვდნენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები