22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
თბილისის მერიის შემდეგ, 12 მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები დანამატებსა და პრემიებს გარანტირებული  ხელფასის სახით მიიღებენ

თბილისის მერია ერთ-ერთი პირველი, თუმცა არა ერთადერთი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ცვლილებების განხორციელება დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 12 მსხვილ მუნიციპალიტეტში მაღალჩინოსნები უკვე მომავალი თვიდან თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს გარანტირებული ხელფასის სახით მიიღებენ. ფინანსური წახალისება, რომელიც წესით დამსახურების მიხედვით უნდა გაიცემოდეს, ახალი რეგულაციებით, ძირითადად თანამდებობის პირებზე, უკვე ყოველთვიური ანაზღაურების სახეს მიიღებს.

ოპოზიციის გამოთვლებით, მაგალითად, ბათუმის მერის ხელფასი 2750 ლარიდან 4500 ლარამდე გაიზარდა. გარანტირებულ 4500 ლარს აიღებს ყოველთვიურად რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც. ამდენივეა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასიც. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგო 50%-ით გაიზარდა და ახლა 3950 ლარია. მარნეულის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხელმძღვანელის კი 2650 ლარიდან 4100 ლარამდე გაეზარდა. 50 ან 70-პროცენტიანი მატება დათვალა ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ამავე რაიონის საკრებულოების თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების შემთხვევაშიც. 900 ლარით გაეზარდა თანამდებობრივი ანაზღაურება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. 

დღის ამბები