22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
გადამდები დაავადება ბაღში - 152-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს გამოკვლევები ჩაუტარდათ 

152-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ადმინისტრაციამ გუშინ გვიან ღამით გააფრთხილა, რომ ბაღში გადამდები დაავადება, ტუბერკულოზი დაფიქსირდა და ბავშვები გამოკვლევებზე უნდა მიეყვანათ.

გარდა აღსაზრდელებისა, გამოკვლევა ბაღის ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდა, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულ პედაგოგთან. ბაგა ბაღების თანამშრომლებს აქვთ ვალდებულება წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ სამედიცინო გამოკვლევები, თუმცა შემთხვევა 152-ე ბაღის აღმზრდელს არაგეგმიური კვლევის დროს დაუფიქსირდა.

ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, რომლიც მხოლოდ ჰაერით გადადის, ამიტომ სპეციალისტებმა ბაგა-ბაღის შენობის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება საჭიროდ არ ჩათვალეს. მოხდა მხოლოდ იმ ოთახის განიავება სადაც ინფიცირებული პედაგოგი მუშაობდა. ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მიუხედავად დაავადების სირთულისა, ის განკურნებადია და აუცილებელია, ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოს სპეციალიზებულ დაწესებულებას.

 

დღის ამბები