22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
BBG Watch-ის სტატია და "რუსთავი 2"-ის პასუხი სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე

„რადიო თავისუფლების“ სათაო ოფისის მენეჯმენტი ქართულ ბიუროს "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობას აძალებს" - ამ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა BBG Watch ავრცელებს. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ქართული ბიურო კატეგორიულად ეწინააღმდეგება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებას იმ მიზეზით, რომ ამით "რადიო თავისუფლების" მიმართ ნდობა გაქრება.

გამოცემის ცნობით, მმართველ საბჭოს გუნდმა წერილიც კი მიწერა, სადაც სათაო ოფისის მხრიდან ზეწოლის გაზრდაზეა საუბარი. BBG Watch-ის ინფორმაციით, სათაო ოფისი უკმაყოფილოა იმით, რომ ქართულ ბიუროს "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობა არ სურს და ბიუროს დირექტორის დავით კაკაბაძის დათხოვნას ცდილობს.

"რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების თქმით, „რადიო თავისუფლებასთან“ კომუნიკაცია შარშან შედგა, როდესაც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დახურული ერთობლივი 2 გადაცემის გასაშვებად სხვა ტელევიზიას ეძებდა.

„რუსთავი 2“ მზად იყო გოგი გვახარიას გადაცემისთვის უფასო საეთერო დრო დაეთმო, მაგრამ სხვა ფინანსები მათ თვით უნდა უზრუნველეყოთ, რაც საბოლოოდ, მათ ვერ შეძლეს და თანამშრომლობაც არ შედგა.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „რადიო თავისუფლებისა“ და რუსთავი 2-ის დაკავშირების თემა აბსურდია. ნიკა გვარამიას თქმით, სტატია ფართო კონტექსტში ჯდება, რომელიც „რუსთავი 2“-ის დისკრედიტაციას და მისი მიკერძოებულობის მტკიცებას ცდილობს, რაც სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2“-ის შესახებ მოახლოებული გადაწყვეტილების წინ ხელისუფლების ინტერესში შედის.

„რუსთავი 2“ დამატებითი ინფორმაციის მიღებას საკითხზე ოფიციალური წერილით შეეცდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები