22 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
„ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს თავს დაესხნენ

„ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ. დავით შუკაკიძეს მის საცხოვრებელ სახლთან სასტიკად გაუსწორდნენ. ამ წუთებში ლერმონოტოვის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

მისი თქმით, თავს 2 შეიარაღებული პირი დაესხა. დავით შუკაკიძე თავდასხმას პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირებს.

„საფრთხეებს ვგრძნობდი იმისგან, ვინც უნდა დაიცვას მოქალაქეები, ძალოვნებისგან. რამდენიმე ხნის წინ შევიტყვე, რომ დღევანდელი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კონკრეტულად სოსო გოგაშვილი იყო ჩვენი უბედურების, მე პოლიტპატიმარიც ვარ, ყინწვისის სპეცოპერაციის თანამონაწილე, ჩანერგილი პირი ჩვენთან, მოჰქონდა და მიჰქონდა ინფორმაცია. მაშინვე გამიჩნდა მასზე ეჭვი,“- განაცხადა შუკაკიძემ. 

დღის ამბები