22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
დიდი იმედგაცრუება - სამოქალაქო სექტორი "ბახალას" დაჭერას აფასებს

„დიდი იმედგაცრუება,“ - ასე აფასებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი, გიორგი მახარაძე გიორგი გიორგანაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას. მსახიობი ბახალა 2017 წლის იანვარში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ პროცესის მსვლელობისას იმედოვნებდნენ, რომ „ბახალას“ უდანაშაულოდ ცნობდნენ, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალეულობას ვერ ადასტურებს.

„ნეიტრალურმა მოწმემ, ტაქსის მძღოლმა ჩვენებისას ნათლად, ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მას არ დაუნახავს ამოურეს თუ არა პოლიციელებმა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება გიორგი გიორგანაშვილს, სხვა საქმეში მტკიცებულება არ გვაქვს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებენ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი, ქეთა გაბუნია „ბახალას“ დაჭერას არ ელოდა, რადგან საქმეში მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ წარმომადგენელი, შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, ხუთშაბათს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. 

დღის ამბები