22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
"ეს სისტემა გააგრძელებს ფუნქციონირებას"-ზურა ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკას და "ბახალას" დაკავებას ეხმაურება

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დამფუძნებელი „ბახალასთვის“ 8-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა. ზურა ჯაფარიძის თქმით, მისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და ის, რაც დღეს სასამართლომ გააკეთა, ამით დაანახა კიდევ ერთხელ ყველას, რომ "ქვეყანა ცხოვრობს სრულ მარაზმში."

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მოსამართლეებს ნებისმიერი სისტემის შემთხვევაშიც კი აქვს არჩევანის საშუალება.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არის სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოსდევს საქართველოს და ჩადების პოლიტიკას იყენებენ კონკრეტული მიზნებისთვის ყველა ხელისუფლების პირობებში.

„ეს სისტემა გააგრძელებს ფუნქციონირებას ისე, როგორც აქამდე მოქმედებდა. ეს სისტემა არის დასაშლელი აგურ-აგურ და თავიდან ასაწყობი,“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დამფუძნებელი  ამბობს, რომ ის რომ "ბახალა" 8 წლით ჩასვეს ციხეში ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომელმაც თქვა, რომ ნარკოპოლიტიკის სწრაფად ლიბერალიზაცია არ შეიძლება. 

დღის ამბები