27 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"კომერსანტის" ინფორმაციით, გროზნოს მერი საქართველოში ვიზიტისას ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტს გავლენიანი გამოცემა "კომერსანტი" ეხმაურება. რუსული მედია საშუალების ინფორმაციით, მუსლიმ ხუჩიევმა თბილისსა და ბათუმში შეხვედრები გამართა.

გამოცემა წერს, რომ ის ნამდვილად შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა ორივე მხარე მოლაპარაკების თემას ზედმიწევნით მალავს.

ავტორი მიუთითებს, რომ რამზან კადიროვის მარჯვენა ხელი საქართველოში კვირას ჩამოვიდა, მას შემდეგ კი, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში მისი ვიზიტის შესახებ მეორე სიუჟეტი გავიდა, მუსლიმ ხუჩიევმა ქვეყანა სასწრაფოდ დატოვა.

დღის ამბები