21 დეკემბერი 2024,   21:12
ვრცლად
"ქვეყანაში ბიზნესი დატერორებულია, მას ოპოზიციის დაფინანსების ეშინია" - ოპოზიცია აუდიტის მონიტორინგს ეხმაურება

ოპოზიციის წევრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგებს  გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, 16 მილიონი ლარის შემოწირულობიდან, დაახლოებით, 15 მილიონი „ქართული ოცნებისთვის“ იყო გამოყოფილი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში ბიზნესზე ზეწოლა მიმდინარეობს და ასევე არსებობს კორუფცია.

„ეს სტატისტიკა ორ რამეზე მიუთითებს, პირველი ის, რომ საქართველოში ბიზნესი არის დატერორებული. ის იძულებულია, რომ მმართველი უმრავლესობა დააფინანსოს და მას ოპოზიციის დაფინანსების ეშინია, ვინაიდან ამას შემდეგ მკაცრი სანქციები და ზეწოლა მოჰყვება. მეორე ის, რომ ქვეყანაში არსებობს კორუფცია და ბიზნესი, რომელიც ფულს ჩვენი ჯიბიდან ღებულობს, ტენდერებში პრივილეგირებული გამარჯვების სახით შემდეგ ის აფინანსებს მთავრობას. მარგამ, ეს ციფრები არის ძალიან სასაცილო, რისი 14 მილიონი, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 10-ჯერ მეტი დახარჯა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მმართველი გუნდის სტატუსს ბოროტად იყენებს.

„ქართული ოცნება“ ძალიან ბოროტად სარგებლობს მმართველი გუნდის სტატუსით, მეწარმე-სუბიექტებს, რომლებსაც შემდეგ ტენდერებში გამარჯვების პირობით, თუ ერთ პირთან მოლაპარაკებით კონტაქტების გაფორმებით, აიძულებს, რომ შემოწირულობები სწორედ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთოს. ეს აბსოლუტური უთანასწორობა ფინანსურ ნაწილში ძალიან დიდი დისპროპორციაა „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯებისა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური პარტიები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.

„ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალადობრივი მექანიზმებით ტარდება არჩევნები, რომ ტერორის ქვეშ არის ბიზნესი, არ შეიძლება ყველა ბიზნესმენს ერთად „ქართული ოცნება“ მოსწონდეს და მისი შემომწირველ-დამფინანსებელი იყოს. ქვეყანაში არათანაბარ პირობებშია პოლიტიკური პარტიები,“ - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები