21 დეკემბერი 2024,   19:35
ვრცლად
პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიაზე დახარჯული 27 მილიონი ლარიდან 17 მილიონი მმართველმა გუნდმა დახარჯა - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანიაზე ჯამში 27 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 17 მილიონი მმართველ გუნდმა გახარჯა.

საარჩევნო სუბიექტებისთვის მოქალაქეებმა და კომპანიებმა ჯამში 16 მილიონი ლარის შემოწირულობა გაიღეს, საიდანაც დაახლოებით, 15 მილიონი „ქართული ოცნებისთვის“ იყო გამოყოფილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ მცირე დარღვევები დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ დაფიქსირდა.

„დაუდეკლარირებელი თანხების მოძრაობის ალბათობა ყველა არჩევნების დროს არსებობს და აუდიტის სამსახურის მოკვლევის საგანიც არის ყოველთვის მისი აღმოჩენის მცდელობა. დიდი მოცულობის თანხის აღმოჩენა არ დაფიქისებულა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რესურსებიდან გამომდინარე, ეს ძალიან რთულიც არის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ხდებოდა ყველაზე მეტად მცირე დარღვევები, იმიტომ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე კარგად იციან გასული 6 წლის განმავლობაში მოქმედი რეგულაციების შესახებ,“ - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა. 

დღის ამბები