23 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
3 გარდაცვლილი და 100-მდე დაშავებული - იტალიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

იტალიელმა მაშველებმა სარკინიგზო კატასტროფის დროს დაღუპულთა რაოდენობა დააზუსტეს. ბოლო მონაცემებით, ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. შემთხვევა მილანიდან 40 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

სამგზავრო მატარებელი, რომელიც ქალაქ კრემონადან მილანში მიემგზავრებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა. 10 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, კატასტროფის გამომწვევი მიზეზი მწყობრიდან გამოსული ვაგონების გადაბმის მექანიზმი გახდა. 

დღის ამბები