ისრაელის სამხრეთით, ნეგვის უდაბნოს თავზე შოშიების გუნდმა გამოსაზამთრებლად მოიყარა თავი. ფრინველები წელიწადის ამ დროს ქალაქ სდეროტთან ახლოს უდაბნოში გროვდებიან და ცაზე სხვადასხვა ფორმის გამოსახულებას ქმნიან, რაც ტურისტებისთვისაც და ფოტოგრაფებისთვისაც შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს.
სწრაფი მანევრის შესრულებით შოშიები სხვა მტაცებელი ფრინველებისგან თავსაც იცავენ. ისინი ისრაელში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გროვდებიან და მთელი ზამთარი ნეგევის უდაბნოში რჩებიან.