22 დეკემბერი 2024,   09:17
ვრცლად
ქათმის სენდვიჩით მოწამლული 16 ადამიანი - "კარფური" 1000 ლარით დააჯარიმეს

ჰიპერმარკეტ "კარფურში" შეძენილი ქათმის სენდვიჩით მოწამლული 16 მოქალაქიდან 6 დაზარალებულის მდომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. მოწამლული პაციენტები სალმონელოზას დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში სამი დღის წინ მოათავსეს, ექიმების თქმით, სრულ რეაბილიტაციას კიდევ რადენიმე დღე დასჭირდება.

16-ვე დაზარალებულმა 21 იანვარს "თბილისი მოლში" მდებარე ჰიპერმარკეტ "კარფურში" საკვებად, ადგილზე დამზადებული ქათმის სენდვიჩი მიიღო. რამდენიმე საათში ყველა მძიმე ინტოქსიკაციის ნიშნებით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები კი, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "კარფურს" ამ პროდუქციის წარმოება აუკრძალა. ჰიპერმარკეტების ქსელი სპეციალისტებმა შეამოწმეს და აღმოჩენილი დარღვევების გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.

”კარფურის” ხელმძღვანელობა მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ვინ აანაზღაურებს "კარფურის" სენდვიჩებით მოწამლულთა მკურნალობას, ეს უცნობია.

დღის ამბები