17 იანვარი 2022,   15:40
ვრცლად
პარიზში მდინარე სენას კალაპოტიდან გადმოსვლას ელოდებიან

პარიზში მდინარე სენას კალაპოტიდან გადმოსვლას ელოდებიან. ვარაუდობენ, რომ გადაუღებელი წვიმების შედეგად დღეს მდინარეში წყლის დონე 6 მეტრს მიაღწევს, რაც ნორმას 4 მეტრით აღემატება.

უკვე დატბორილია დედაქალაქის გარეუბნების ნაწილი, შეჩერებულია მდინარეზე ტურისტული ნავების მოძრაობა, ასევე შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლაც. წყალდიდობის საფრთხის გამო დაიხურა ლუვრის მუზეუმის ნაწილიც.

მეტეოროლოგების პროგნოზით, წყლის მაღალი დონე მდინარე სენაში მომავლ კვირაშიც შენარჩუნდება.

დღის ამბები