ავღანეთის დედაქალაქში მორიგი აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა. ტერორისტების სამიზნე ისევ ქაბულის სამთავრობო კვარტალი გახდა, სადაც საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები მდებარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
არის მსხვერპლიც. ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე 20 გარდაცვლილის შესახებ. დაშავებულის რიცხვი კი 70-ს აჭარბებს.
სამართალდამცველები გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.