20 აპრილი 2024,   09:53
ვრცლად
ბათუმი-სარფის საავტომობილო გზა, სავარაუდოდ, დღეს გაიხსნება

ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის გაწმენდა სპეციალისტებმა დღეს დილიდან დაიწყეს. უკვე ორი დღეა, მეწყრის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებულია.

დღეს სპეციალისტებმა გზაზე ჩამოტანილი ქვის ლოდები ააფეთქეს, რის შემდეგაც გზის გახსნა, სავარაუდოდ, ერთ საათში შესაძლებელი გახდება.

ორი დღის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა სატვირთო ავტომობილი დააზიანა, რომელიც სტამბოლიდან ყაზახეთის მიმართულებით მიდიოდა და სამშენებლო მასალები გადაჰქონდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები