21 იანვარი 2022,   13:01
ვრცლად
საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით მღვიმეებისა და კანიონების შესწავლა დაიწყო

საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით მღვიმეებისა და კანიონების შესწავლა დაიწყო. ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან წყალქვეშა მღვიმეებში ყვინთვის სპეციალისტები ეწვივნენ.

ჯგუფის წევრები ერთი კვირის განმავლობაში წყალტუბოს, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ტურისტულად აუთვისებელ სპალეოლოგიურ რესურსებს გამოიკვლევენ.

ისინი, ასევე, ადგილობრივ სპეციალისტებს ტრენინგს ჩაუტარებენ და სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემენ, რომლითაც ტურისტებს მოემსახურებიან. 

დღის ამბები