25 იანვარი 2022,   17:51
ვრცლად
ოპოზიცია და მმართველი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურებიან

საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვით, აშშ რუსეთის მიერ ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებას გმობს, ეხმაურებიან.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯები არაერთხელ გადაიდგა მხარდაჭერის დასაფიქსირებლად.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მართლაც, პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით და ეს აისახა არაერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში. ზოგადად, მნიშვნელოვანია ძალიან, როდესაც მსგავსი ქმედებების და განცხადებების ფონზე ყოველთვის არის მყისიერი და მტკიცე პოზიცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,“ - განაცხადა ქაცარავამ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანის თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, რადგან გაიზარდოს მსგავსი მხარდამჭერი განცხადებების რაოდენობა.

„რუსეთს აუცილებელია, რომ უჯდებოდეს გარკვეული დიპლომატიური ფასი და ამის უზრუნველყოფა, რასაკვირველია, შეუძლიათ, ჩვენს პარტნიორებს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნინო კალანდაძე აღნიშნავს, რომ დეოკუოპაციის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან სწრაფი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი სწორედ ცდილობს, აღიარების პოლიტიკას ლეგიტიმაცია შესძინოს და ამავდროულად, ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს თავისთავად, ამ ხელშეკრულებით, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გმობდეს,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

დღის ამბები