18 იანვარი 2022,   20:29
ვრცლად
ზუგდიდში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში კანალიზაცია არ არის - დევნილები დახმარებას ითხოვენ

ზუგდიდში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. 50-მდე ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

შენობაში არ არის კანალიზაცია, რის გამოც მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თითქმის, ყოველ კვირას საავადმყოფოებში ხვდებიან.

დევნილები ამბობენ, რომ შარშან მათი საცხოვრებელი პირობები 9-10 ქულით შეფასდა, რაც ბინებით დაკმაყოფილების საფუძველი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოულოდნელად მაჩვენებელი 5 ქულით შეუცვალეს.

დევნილები ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივებით ხსნიან, რადგან ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.

დევნილებთან შესახვედრად ენმ-ის წევრი, ანი წითლიძე, მივიდა.

 

 

დღის ამბები