23 აპრილი 2024,   15:49
ვრცლად
ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხმარების გამო, ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ - ნანკა კალატოზიშვილი

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხმარების გამო, ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ,“ - ამის შესახებ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში  მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა, რომელიც „ბახალას“ მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

ნანკა კალატოზიშვილის თქმით, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“, 8 წელი უსაფუძვლო ჩვენებებით მიუსაჯეს.

„რატომ უნდა მჯეროდეს 2 პოლიციელის და „ბახალასი“ არა, რომელსაც 20 წელია, ვიცნობ და რომც არ ვიცნობდე, როცა არსებობს 2 პოლიციელის ჩვენება, რომელთაც არანაირი დოკუმენტაცია, ვიდეომასალა არა აქვთ, მეორე მხრეს არის "ბახალა" და ტაქსის მძღოლი, რომელიც იძახის, რომ არ ამოუღიათ ეს „ბახალასგან“ და „ბახალაც“ იძახის, რომ ეს ჩაუდეს,“ - აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.

მან საზოგადოებასაც მიმართა.

„ერთ-ერთ შოუში მთელი გადაცემა ციხის თემას მიუძღვნეს, იყო ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, მერე პრეზიდენტმა შეიწყალა. პატივცემულო ადამიანებო, ეს არც შოუა და არც სერიალი, ეს არის ნამდვილი ცხოვრება და სწორედ ასეთი ადამიანების უფლებების დასაცავად ვართ გარეთ გასულები,“ - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა. 

 

დღის ამბები