18 იანვარი 2022,   20:32
ვრცლად
თუ პოლიცია არ არის დაინტერესებული ნარკოტიკის შემოტანით, აქ ნარკოტიკი ვერ შემოვა - ზაზა ხატიაშვილი

"ნარკოტიკების გამსაღებელმა უნდა იცოდეს, რომ მას დაემუქრება უვადო თავისუფლების აღკვეთა თუ ის ამ დანაშულს ჩაიდენს," - ამის შესახებ იურისტმა, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ის ამბობს, რომ ნარკოტიკების გამსაღებლებისთვის სანქციების შემცირებას არ ემხრობა.

„ვეთანხმები, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მოხმარების გამო ნარკოტიკი მიღებული, ის არ უნდა გავუშვათ ჯურღმულში რამდენიმე წლით. ეს არის სახელმწიფო ბოროტება, მაგრამ ნარკოტიკების გამსაღებელზე სანქციის შემცირებას და მის წახალისებას არ ვეთანხმები," - აღნიშნა ხატიაშვილმა. 

იურისტის თქმით, თუ სამართალდამცავები ნარკოტიკული საშუალებების შემოტანით დაინტერესებულნი არ არიან, ნარკოტიკი ქვეყანაში ვერ შემოვა. 

„თუ პოლიცია არ არის დაინტერესებული ნარკოტიკის შემოტანით, ის ვერ შემოვა. თუ პოლიციას არ უნდა, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ის საქართველოში ვერ გაიყიდება. ამიტომ, რადგან არცერთი ხელისუფლება იმაზე არ მიდის, რომ ნარკოტიკებით ფული არ აკეთოს, იქნებ წავსულიყავით იმით, რომ ბავშვებისთვის გვესწავლებინა, ეს რა არის,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

 

 

დღის ამბები