27 აპრილი 2024,   07:06
ვრცლად
ნარკოტიკების მოხმარების გამო, სულ 3 ადამიანია ციხეში - დიმიტრი ხუნდაძე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, დეკრიმინალიზაციის მომხრეა.

ამის შესახებ მან განსხვავებული აქცენტების ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უკიდეგანო ლეგალიზაციის“ მომხრე არ არის.

ხუნდაძე სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ჩადენის ფაქტებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გამოძიებამ უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი.

„თუ პოლიციელმა ჩადების ფაქტი მართლაც მოახდინა და ეს დაუსაბუთდა, თუ ჩადებით ის იწვევს მეორე პირის, უდანაშაულო პირის სასჯელს, ეს შესაბამისი სასჯელი უნდა უბრუნდებოდეს მას, ეს არის ჩემი დამოკიდებულება,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს.

„45 აბი ეს არის 360 „გამოცდილი“ ინექციური ნარკომომხმარებლისთვის საკმარისი დოზა ნარკოტიკული თრობისთვის,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით წაუყენეს და ახალი კანონპროექტითაც კი, მას 45 აბი სუბოტექსის ქონის გამო, მაინც გაასამართლებდნენ.

დიმიტრი ხუნდაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მიერ გახმოვანებული რიცხვი, რომ თითქოს, 3 ათასი პატიმარი ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდის სასჯელს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღეს ნარკოტიკული დანაშაული 487 ადამიანი ზის, სუფთად ნარკოტიკების მოხმარებით, სულ 3 ადამიანია,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სასჯელები გადასახედია არამხოლოდ ლიბერალიზაციის კუთხით, არამედ ზოგიერთი მიმართულება უნდა გამკაცრდეს. 

დღის ამბები