24 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
თბილისში ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ხეების გადატანის გამო ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ

„იმ ხეს აცალოს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, იქ დაბერდეს ის ხე და იქ იყოს,“ - ასე აფასებენ თბილისში ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ასწლოვანი ხეების გადატანას.

დედაქალაქში ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვას ნეგატიურად აფასებენ. თბილისელები აღნიშნავენ, რომ ხეების გადატანა ეკოლოგიას დააზიანებს და მოსახლეობას სავალალო მდგომარეობა შეექმნება.

„ვფიქრობ, თუ მისი „გართობა“ თუ ჰობი ხელს უშლის და როგორც ჩანს, ხელს უშლის გარემოს განვითარებას თუ ეკოლოგიას, მაშინ, რაღა თქმა უნდა, არ მივესალმები და ეს ყველაფერი არის ნეგატიური,“ - განაცხადა ადგილობრივმა.

თბილისში აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის ეზოში ხეების გადასატანად ადმინისტრაციული რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს.

 

დღის ამბები