26 აპრილი 2024,   17:08
ვრცლად
ბიოლოგი, ვასო გაბუნია ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს

ბიოლოგი, ვასო გაბუნია ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ხეების გადატანას „არჩევანის“ ეთერში აფასებს. ვასო გაბუნია აცხადებს, რომ ხეების გადარგვა გარკვეულწილად ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოქმნის.

„ევკალიპტები, ძირითადად დაირგო იმის გამო, რომ ჯერ ერთი, ისინი საშრობი, როგორც საშრობი ქაღალდი არის, ასე აშრობენ ჭარბტენიან ნიადაგებს და მერე, ევკალიპტის სუნი არ უყვარს კოღოს,“ - განაცხადა გაბუნიამ.

ვასო გაბუნია აცხადებს, რომ კლიმატის შეცვლაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა, დამსვენებლისთვის გარემოს შეცვლას გამოიწვევს. 

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ამ პრობლემაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ და ამის აღმოსაფხვრელად უნდა იმუშაონ. მან ასევე, აღნიშნა რომ თუნდაც, ეკოლოგები კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ, რადგან ისინი ივანიშვილისგან ფინანსდებიან.

 

დღის ამბები