18 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
ამხანაგობა ”ატენი 19”-ის წევრებმა ატენის ქუჩის მცხოვრებლებთან მოლაპარაკებები შეაჩერეს

ამხანაგობა ”ატენი 19”-ის წევრებმა მოლაპარაკებები ადგილობრივებთან სამ პუნქტიანი მოთხოვნების გაცნობის შემდეგ შეაჩერეს. მათი თქმით, პირველი ორი პუნქტის შესრულება შესაძლებელი იყო, თუმცა მოთხოვნების მესამე პუნქტს, რომელიც თათული დოლიძისა და ვახრამიშვილის საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ, მათთვის სამი მილიონი ლარის გადახდას გულისხმობდა, ვერ დააკმაყოფილებენ.

ამხანაგობის წევრების განცხადებით, ისინი დღეიდან მხოლოდ სამართლებრივ დავას გააგრძელებენ. ”ატენი 19”-ის წევრებმა მშენებლობის მიმდინარეობის კანონიერებაზეც ისაუბრეს.

„მოლაპარაკება ჩაშალა მხარის, თათული დოლიძისა და ვახრამიშვილის მიერ, არაკონსტრუქციულმა დამოკიდებულებამ და შეუსრულებადი მოთხოვნების წამოყენების შემდეგ, სამშენებლო კომპანიამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები დასრულებულია და ამხანაგობა დღეს იძულებულია მოწინააღმდეგე მხარესთან ურთიერთობა გააგრძელოს მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში,“ - განაცხადა ამხანაგობა ”ატენი 19”-ის დამფუძნებელმა გიორგი ასათიანმა.

დღის ამბები