16 იანვარი 2025,   22:31
ვრცლად
ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია - კვლევის დეტალებზე "გამჭვირვალობამ" ისაუბრა

ბიუჯეტისა და გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია - გლობალური კვლევის შედეგების დეტალები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წარადგინა. საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ 100 ქულიდან 82 აიღო, რაც 2015 წელთან შედარებით 16 პუნქტიანი გაუმჯობესებაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ ეს ინდექსი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ კვლევაში სამი ნაწილია და საქართველომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მეხუთე პოზიცია დაიკავა.

ანგარიშში, რომელიც 102 ქვეყანას მოიცავს საქართველოს, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია უსწრებს. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა.

დღის ამბები