20 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
"საჭმელი არ შეჭამა... მერე ცოტა წამოიტირა და უეცრად აღებინა" - ბაგა-ბაღი "იმედის" სამი ბავშვი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის ბაგა-ბაღი „იმედის” სამი აღსაზრდელი კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვებს პირღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდათ. ბაგა-ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბავშვებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს, ჯერ უარი თქვეს საკვების მიღებაზე, შემდეგ კი მათ პირღებინება დაეწყოთ. ბაგა-ბაღის პერსონალი აღსაზრდელების მშობლებს დაუკავშირდნენ, რომლებმაც შვილები კლინიკაში გადაიყვანეს.

„მოვიდნენ ბავშვები, ჩვეულებრივად იყვნენ, არაფერი არ სჭირდათ. სადილზე რომ შევედით, პირველად ერთი გობეჯიშვილი არის და დადო თავი და საჭმელი არ შეჭამა. ცუდად ხარ?-ჯერ არაფერი მითხრა, მერე ცოტა წამოიტირასავით, ცუდ ხასიათზე იყო ბავშვი. რა დაგემართა მეთქი, ვეკითხები და უეცრად აღებინა ბავშვს. მანამდე, სანამ ეს მოხდებოდა, კიდევ პატარა ჯგუფში მომხდარა ასეთი რომ პატარა ბავშვს აღებინა. დაურეკეს და მშობელს მიყავდა, მერე ის გადაუყვანიათ კლინიკაში,“ - განაცხადა ბაგა-ბაღი „იმედის“ თანამშრომლებმა ნაილი ცისკარაძემ.

ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, რა გახდა ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი. არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ჰქონდეს საკვებით მოწამვლას. თუმცა, ასევე, არის ვარაუდი, რომ ბავშვებს ენტერო ვირუსი შეხვდათ. 

დღის ამბები