08 მაისი 2024,   23:41
ვრცლად
"საეჭვო პროდუქტები გადავიტანეთ ლაბორატორიაში, მათ შორის ბანანი..." - სამი ბავშვის შეუძლოდ გახდომის მიზეზს, ბაღების სააგენტო სწავლობს

ბაღების სააგენტომ ბაგა-ბაღში „იმედი“ სამი აღსაზრდელის შეუძლოდ გახდომის ფაქტზე მონიტორინგი დაიწყო. სააგენტოს წარმომადგენლები არკვევენ რა გახდა ბავშვების ცუდად გახდომის მიზეზი. სააგენტოს დირექტორი კახა გვანცაძე აცხადებს, რომ შესამოწმებლად ბაგა -ბაღიდან საკვები პროდუქტები ამოიღეს, მათ შორის ბანანი.

„მონიტორინგი მიმდინარეობს ამ ეტაპზე. საეჭვო პროდუქტები გადავიტანეთ ლაბორატორიაში სინჯები და დასკვნებს უნდა დაველოდოთ. აქედან წავიღეთ ბანანი მაგალითად რაზეც მიგვანიშნა ადგილობრივმა პერსონალმა,“-განაცხადა კახა გვანცაძემ.

ბაგა-ბაღი „იმედის“ სამ აღსაზრდელს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებათ. ბავშვებს პირღებინება და ზოგადი სისუსტე აქვთ. ვარაუდობენ რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საკვებით მოწამვლას, თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ბავშვებს ენტერო ვირუსი აქვთ. ბაღის აღსაზრდელები სამკურნალო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. 

დღის ამბები