24 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
უკვე მოპოვებულია გარკვეული მტკიცებულებები - ირაკლი შოთაძე გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს ეხმაურება

მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს ეხმაურება. ირაკლი შოთაძის თქმით, საქმეზე არსებობს მტკიცებულებები და გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს.

თუმცა, კონკრეტულად მთავარ პროკურორს არ უსაუბრია, რა მტკიცებულების მოპოვება მოხერხდა.

„არის ვერსიები, რა თქმა უნდა, არის უკვე მოპოვებული გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეულ ვერსიებს ამყარებენ და გარკვეულ ვერსიებს აბათილებენ, თუმცა, ამ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში ჩაცხრილეს, ამ საქმეზე დააკავეს ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია, თუმცა ის ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები