27 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
რუსთაველის 12-ში მდებარე შენობა - ხმაური კავშირგაბმულობის ყოფილი სამინისტროს შენობის ირგვლივ

ბიზნესმენი, რომელიც რუსთაველის 12 ნომერში კავშირგაბმულობის ყოფილი სამინისტროს შენობას ფლობს, მერიის არქიტექტურის სამსახურზე ნაწყენია. ავიაკომპანია "აირზენას" დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, უკვე მერვე წელია მერიას შენობის ახალი ფასადის აშენებას სთავაზობს, თუმცა დედაქალაქის მმართველებს ვერცერთი პროექტი ვერ მოაწონა. გაიაშვილი ამბობს, რომ ფოსტის ყოფილი შენობა ავარიულია, ხოლო მისი 60% დიდი ხანია დამწვარი და უფუნქციო. ხმაური კი, რომელიც შენობის ამჟამინდელ დაგეგმარებას მოჰყვა უსაფუძვლოა, რადგან ბიზნესმენი ჯამში 70 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას გეგმავს.

რუსთაველის 12-ში მდებარე შენობის ირგვლივ ხმაური იმ სასტუმროს ესკიზმა გამოიწვია, რომელიც მერიას განსახილველად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ უკვე გადასცა. დოკუმენტის მიხედვით იცვლება შენობის ფორმა, მოცულობა კი იგივე რჩება.

რუსთაველის 12-ის ახალი იერსახე არ მოსწონს „ტფილისის ჰამქარის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს. ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ მისი არაერთი მცდელობის მიუხედავად შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.

ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს დედაქალაქის მერი ცრუ განგაშს უწოდებს. ჯერჯერობით უცნობია როდის განიხილავს დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახური რუსთაველის 12-ში ახალი სასტუმროს მშენებლობის საკითხს.

დღის ამბები