19 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
გამგეობიდან გამოყოფილი 20 ათასი ლარი და ქუცნაშვილის რესტორანში ჩარიცხული თანხა-მეჭიაური ქუცნაშვილს საკუთარი ბიზნესის ლობირებაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი გავლენიანი წევრების დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. თამაზ მეჭიაური აუდიტის სამსახურის დასკვნას ელოდება და არ გამორიცხავს მუნიციპალიტეტის საქმიანობით განსაკუთრებით კი ტენდერებით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.

ლობირებდა თუ არა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მის ბიზნესს და ავალდებულებდა თუ არა რაიონის გამგებელს ბიუჯეტიდან მის სახელთან დაკავშირებული რესტორნის დაფინანსებას, ეს არის ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რაზეც თიანეთის მერი პასუხებს ელოდება.  

ერთი წლის მონაცემებით რეგიონში ჩასული სტუმრების გამასპინძლებისთვის გამგეობას 20 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, საიდანაც 60 პროცენტზე მეტი ქუცნაშვილის სახელთან დაკავშირებულ რესტორან “ერწოს იდილიაში“ გადაირიცხა.

ზაქარია ქუცნაშვილი კი ამბობს, რომ „ერწო იდილიასთან“ კავშირი არ აქვს თუმცა შენობა, სადაც რესტორანია განთავსებული, მისი და მისი პარტნიორების შეძენილია.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები