20 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
35-ე საჯარო სკოლის დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა

35-ე საჯარო სკოლის დაჭრილი ორი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმის არის. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი განყოფილების გამგემ თეა თავართქილაძემ გააკეთა. მისი თქმით ორივე მოზარდი 17 წლის არის და მათ გულ-მკერდის არეში ნაჩხვლეტი ჭრილობები აღენიშნებათ. ექიმი ვერ აკონკრეტებს რა იარაღით აქვთ მოზარდებს ჭრილობები მიყენებული.

„პაციენტები მოვიდნენ თვითდინებით. ორივეს აღენიშნება გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა ნახევარზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა.შესაბამისი კვლევებით დასტურდება, რომ ჭრილობა არის შემავალი. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება ამ ეტაპისთვის,“-განაცხადა თეა თავართქილაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები