19 აპრილი 2024,   19:34
ვრცლად
თუშეთში სასწრაფო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თუშეთში სასწრაფო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით 37 წლის მამაკაცია დაჭრილი.

ზურაბ იჭირაულს ვერტმფრენით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანენ. მას ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

წინასწარი იფორმაციით, დაშავებულს სავარაუდოდ, იარაღი ნადირობის დროს გაუვარდა.

თელავის აეროდრომში მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა, საიდანაც დაშავებულს საავადმყოფოში გადაიყვანენ.

დღის ამბები