18 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
27 წლის მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის, ცემის და გაუპატიურების მუქარის ფაქტით, სამართალდამცავები "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ დაინტერესდნენ

გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში 2 თვის წინ მომხდარი შემზარავი ინციდენტით სამართალდამცველები მხოლოდ „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაინტერესდნენ, თუმცა მხოლოდ გამოკითხვით შემოიფარგლნენ. საუბარია 27 წლის ფიზულ ნაბიევზე განხორციელებულ სასტიკ ძალადობაზე, ცემასა და გაუპატიურების მუქარაზე.

დაზარალებული წამების ორგანიზებაში  რათხან იბრაგიმოვს ადანაშაულებს, რომელიც ამბობს, რომ 27 წლის ახალგაზრდას, რომელიც ჯერ სასტიკად სცემა და შემდეგ ნახევრად შიშველი სახალხოდ დაამცირა, უკვე შეურიგდა.

ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი კი ქუჩაში მარტო გასვლას ამ დრომდე ერიდება. დაზარალებული ამბობს, რომ პოლიცია ჯერ მხოლოდ გამოკითხვით შემოიფარგლება და არავინ დაუკავებია. მან არც იმ შერიგების შესახებ იცის, რაზეც მოძალადე საუბრობს.

დაზარალებულის ოჯახი მოძალადეებისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამბობენ რომ მიუხედავად იმისა მოხდება თუ არა შერიგება პოლიციამ კანონი უნდა აღასრულოს და დამნაშავეები დასაჯოს.  

დაპირისპირებული მხარეების შერიგებაში უხუცესების გარდა მონაწილეობს სოფლის მოლა. სასულიერო პირი თვლის, რომ ჩადენილი დანაშაული მხარეების შერიგებით უნდა დასრულდეს და ამ საქმეში პოლიცია არ უნდა ჩაერიოს. 

დღის ამბები