20 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
უამინდობა საფრანგეთში - ქვეყანაში ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა

საფრანგეთში უამინდობის გამო საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. პარიზში დილიდან გადაუღებლად თოვს. ჰაერის ტემპერატურა კი მკვეთრად დაეცა. ქალაქში ზოგან თოვლის საფარის სიმაღლე 10 სანტიმეტრია.

მოსალოდნელი ავარიების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ მძღოლებს მოუწოდა განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებში პარიზში ძლიერი ყინვა იქნება.

უკვე რამდენიმე დღეა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია ცენტრალური მაგისტრალები ესპანეთში. სტიქიის გამო განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონები დაზარალდა. სევოგიაში მაგისტრალი მოიყინა, რის გამოც გზაზე 3 ათასი მანქანა მოძრაობის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

დღის ამბები