20 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
შურისძიება და შეკვეთილი მკვლელობა - ნაძალადევში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება სავარაუდოდ ორი მიმართულებით მუშაობს

დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს- შურისძიება და შეკვეთილი მკვლელობა.

ახალგაზრდა მამაკაცი, ზედმეტსახელად "ძივითა," ნაძალადევში გუშინ საღამოს მოკლეს.

მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ საბედისწერო გასროლას წინ არც ჩხუბი და არც შელაპარაკება არ უძღოდა.

40 წლის  ქმოსტელი ორმა ნიღბიანმა ბავშვობის მეგობრის დავით მჭედლიშვილის  სახლის ეზოში ჩაცხრილა. მას ხუთი ტყვია ესროლეს.

ერთი წლის წინ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა მამაკაცის საქმიანობის შესახებ კონკრეტულ დეტალებს ვერავინ ყვება. ნათესავები მოკლულის კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან გამორიცხავენ. ასევე არ განიხილება ბიზნეს ინტერესების გამო უთანხმოება.

დავით ქმოსტელის ახლობლებისთვის გაუგებარია რას შეიძლება უკავშირდებოდეს მკვლელობა.

საგამოძიებო მოქმედებები განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. უცნობია, მოხდა თუ არა დამნაშავეთა იდენტიფიცირება. 

დღის ამბები