26 ოქტომბერი 2020,   11:51
ვრცლად
„ის ტერმინებიც კი, რომელიც პოლიციური იყო, ვეცადეთ, რომ სამოქალაქო ტერმინებით შეგვეცვალა" - ნათია მეზვრიშვილი

„ის ტერმინებიც კი, რომელიც პოლიციური იყო, მაგალითად, პირადი გასინჯვა, რომელსაც ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სამოქალაქო ტერმინებით შეგვეცვალა,“ - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, გააკეთა.

მანდატურების უფლებების გაზრდის შესახებ კანონპროექტს განათლების კომიტეტში განიხილავენ.

„აქ არ არის საუბარი მხოლოდ ტერმინოლოგიურ ცვლილებებზე, ვინმე თუ პოლიციური რეჟიმის სკოლაში გადატანად აღიქვამს იმას, რომ სკოლაში მოზარდებს შორის ინციდენტი მოხდება და ერთ-ერთ მოზარდს ხელში უჭირავს დანა, მანდატური გულხელდაკრეფილი უნდა დადგეს და არაფერი გააკეთოს, ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და ბუნებრივია, სახელმწიფომ ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა. 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები