27 ივლისი 2024,   04:45
ვრცლად
უკრაინის გენპროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობას აღარ მოითხოვს

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობას აღარ მოითხოვს.

განცხადება იური ლუცენკომ ცოტა ხნის წინ ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

გენპროკურორი განმარტავს, რომ აღკვეთის ღინისძიების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან მიხეილ სააკაშვილმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა დაიწყო.

ლუცენკოს თქმით, ახალ ძალთა ლიდერს უახლოეს მომავალში მორიგი დაკითხვების სერია ელოდება და იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო უწყებებში გამოცხადდება.

მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა. ადვოკატის განცხადებით, გენერალურ პროკურატურას აღმკვეთი ღონისძიების გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსთვის უნდა მიემართა, თუმცა, კანონით გათვალისწინებული ვადა უკვე ამოიწურა. რუსლან ჩერნოლუცკი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისთვის ეჭვმიტანილის სტატუსის მოხსნას და საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს.

დღის ამბები