24 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
მალტის სანაპიროსთან სატვირთო გემი მეჩეჩზე შეჯდა

მალტის სანაპიროსთან სატვირთო გემი მეჩეჩზე შეჯდა. მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ცნობით, ზღვის ნაპირამდე მიღწევა ეკიპაჟის ყველა წევრმა უსაფრთხოდ შეძლო.

მეტეოროლოგების ცნობით, გადაუღებელი წვიმა და ძლიერი ქარი მალტაზე მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

სტიქიას კუნძულზე რუმინეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ ერთი კი დაშავდა. მათ მანქანას წაქცეული ხე დაეცა.


დღის ამბები