25 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
იყო გარიგებაც, ფულიც, სიხარბეც, ბოღმაც - მიხეილ სააკაშვილი "ევროპულ საქართველოზე"

„ის ხალხი, ვინც არის ევროპულ საქართველოში, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხი იქ არის, ბრმა არ ვარ, გარდა იმისა, ვინც პირდაპირ აიღო ფული და გაყიდა,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ პრორუსული ძალების გარდა, სხვა პარტიებტან უნდა ითანამშრომლონ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპულ საქართველოში არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთაც ივანიშვილისგან ფული არ აუღიათ.

„ნამდვილად, იქ იყო გარიგებაც, ფულიც, სიხარბეც, ბოღმაც და ყველაფერი ერთად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ არის კარგი ხალხი. იმ ხალხს მაქსიმალურად უნდა ხელის შეწყობა. გაერთიანებაში მათი შემოყვანა მომავალში აუცილებლია, ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ ივანიშვილის ჩამოშორება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები