19 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
გირგვლიანი სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ საქმეზე ლაპარაკს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსხვავებული აქცენტების ეთერში საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე საუბრობს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული ვერ მოიძია და ამის გამო შეწყალების საქმეზე გაასამართლა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანზე საუბარს არ აპირებს.

„გირგვლიანი სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ საქმეზე ლაპარაკს. თქვენ გყავთ ახლა მანიაკი, რომელმაც იმის შემდეგ მოკლა ასობით ადამიანი, რომელმაც გაანადგურა ქართული სპეცსამსახურები, ალპობს ციხეში საქართველოს გმირებს, გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები