19 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
კომპანია ბადაგონის საქმე - კომპანია "ბადაგონის 100% წილის მფლობელი მიზანმიმართულ შავ პიარ კამპანიაზე საუბრობს

კომპანია ,,ბადაგონის” დამფუძნებელი და 100% პროცენტიანი წილის მფლობელი გიორგი სალაყაია კომპანიის მიმართ განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართულ შავ პიარს უწოდებს.

კომპანიის ადვოკატებთან ერთად დღეს მან ის დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც გიორგი სალაყაიამ ,,ბადაგონის” 60%-იანი წილი ვლადიმერ ჯანჯღავასგან შეიძინა.

„სესხი აიღო „ბადაგონმა“ წილის გაფორმებამდე, მილიონ 200 ათასი, პლუს 30 ათასი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ანუ ჯამურად მილიონ 200 030 გადარიცხა წილის გაფორმებამდე კომპანია „გრაკოროს“ ანგარიშზე, რომელიც იყო წილის გამსხვისებელი და კომპანია „გრაკოროს გავლით, ბატონმა ე.წ. აქციონერმა ჯანჯღავამ მიიღო ბატონი სალაყაიასგან მილიონ 230 ათასი აშშ დოლარი,“ - აცხადებს კომპანია ” ბადადონის“ ადვოკატი ირაკლი ყანდიაშვილი.

განცხადება გააკეთა კომპანია ”ბადაგონის” გენერალური დირექტორმა გიორგი სალაყაიამ.

„მას შემდეგ, მე როდესაც მივიღე წილი, ჩვენ ერთმანეთს, „ბადაგონთან“ დაკავშირებით, დავემშვიდობეთ. ვინაიდან, ამით გასტუმრებული იყო ის ვალდებულება ჩემგან , რომელიც ავიღეთ. არც ერთი თხოვნა დოკუმენტზე ფინანსური პოლიციიდან არ ყოფილა. იქნებოდა თხოვნა - მიიღებდნენ ყველა დოკუმენტს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ეს იყო მიზანმიმართული ჩემი დაშინების პოლიტიკა,“ - განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები