26 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
გურჯაანის მერს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ზეწოლაში ადანაშაულებს

გურჯაანის მერს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ზეწოლაში ადანაშაულებს. ზვიად ბიაშვილის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ახლად არჩეულმა მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა კანონი დაარღვია და მას, როგორც კონკურსგავლილ თანამშრომელს, სამსახურიდან წასვლა აიძულა.

მერის დავალებით, უკვე მესამედ, ბიაშვილის წინააღმდეგ აუდიტს დისციპლინური მოკვლევა დაევალა.

გურჯაანის მერი ადასტურებს, რომ განცხადების დაწერა ყველა თანამშრომელს მოსთხოვა, თუმცა პრესსამსახურთან მიმართებაში ის აუდიტის დასკვნას ელოდება.

საკითხით უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

დღის ამბები