20 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო 

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ახალი რედაქციის მიხედვით, გაზრდილია სანქციების ოდენობა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს დაარღვევენ.

ცვლილებების მიხედვით, ასევე, იზრდება შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებები. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნეს ასოციაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ორივე მხარეს აქვს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ დაჯარიმებით და სანქციების გამოყენებით ეფექტურ სისტემას ვერ მიიღებენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლები ფინანსურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, რადგან რიგ შემთხვევაში კანონს უგულებელყოფენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ შრომის უსაფრთხოების შემდეგ კანონმა ახალი ადგილები უნდა უზრუნველყოს.

„ჯარიმების და სანქციების არსი არის მხოლოდ ის, რომ მოტივაცია მივცეთ ჩვენ ბიზნესებს, რომ დაიცვან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები