20 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
ცვლილებები კონსტიტუციაში - სამოქალაქო სექტორი ვეტოს პროცედურის დაწყების შესაძლებლობაზე საუბრობს 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი, კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებებია. 

კერძოდ საუბარია ორ ახალ ცვლილებაზე, რომელიც ბონუსების სისტემას და 2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას შეეხება. 

,,მთლიანი ტექსტის ინიცირება მოახდინა ცვლილებების სახით ,,ქართულმა ოცნებამ“ ეძლევა საშუალება პრეზიდენტს, რომ მან ვეტო დაადოს ფაქტობრივად ნებისმიერ საკითხს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე ვეტოს დადების პროცედურა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მოგეხსენებათ, რომ მესამე მოსმენით ვერ შეიცვლება არსებითი საკითხები კონსტიტუციაში , მაგრამ ვეტოს პროცედურა თუ დაიწყება და შენიშვნები ისევ ექნება პრეზიდენტს კვლავ შეიძლება ნებისმიერი საკითხი რეალურად წამოვიდეს თავიდან და თავიდან გახდეს სამსჯელო პარლამენტში“-არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საპარლამენტო მდივნის, სოფო ჭარელის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ცვლილებების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას. მისივე თქმით,  შესაბამისად თუ იარსებებს მმართველი ძალის პოლიტიკური ნება, რომ დაელოდონ და შემდგომ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ამის სამართლებრივი შესაძლებლობები არსებობს.

,,ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად საუბარია იმაზე, რომ ნამდვილად არის გაუმჯობესება პირველად ვერსიასთან მიმართებით, რომელიც სხვა სახის გადანაწილებას ითვალისწინებდა მანდატების ისევე როგორც არ უშვებდა ბლოკების არსებობის შესაძლებლობას, თუმცა არის საუბარი იმაზეც, რომ ზოგადად ძალიან ცუდია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა გადავადდა 2024 წლისთვის“- აცხადებს  ჭარელი.

დღის ამბები