25 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
ფონდ „იავნანას“ საქმეზე შემოქმედებითი ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრი დაიკითხა

საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ საქმეზე შემოქმედებითი ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრი დაიკითხა. დაიკითხნენ ფონდის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტების რეჟისორები, ტექნიკური პერსონალი და მძღოლები.

გამომძიებლებს შეკითხვები მათსა და ფონდს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„ხანდახან ფონდი ფულს მიხდიდა ხოლმე, როგორც ქველმოქმედება, მე თუ ოპერაცია მქონდა გაკეთებული და ძვირიანი წამლებია, მაშინ ფულს მიხდიდნენ ხოლმე, თუ არა ისე, უფასოდ ვდგამ ხოლმე ამ კონცერტებს და ეს მთელმა საქართველომ იცის. თანხებიც ისეა გადახდილი, ხან 1000, ხან 600, სიმბოლური და საქველმოქმედო. ალბათ, ამან გააკვირვა, რადგან დადგმა 25 ათასი ღირს და 600-ს რომ იღებ ადამიანი, ალბათ, რაღაცაშია საქმეო და ეს აინტერესებდათ, ამხელა საქმე ასე იაფად მართლა შენ გააკეთეო,“- განაცხადა საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” მთავარი რეჟისორმა, გია კიტიამ.

გამოძიება ფონდიდან ქველმოქმედების მიზნით მოგროვებული თანხების გაფლანგვას იძიებს, რასაც თავად ფონდის დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე აბსურდად და პოლიტიკურ დევნად აფასებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები