18 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ერაყში წვრთნის მისიის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ამ თხოვნით, ნატოს შეერთებულმა შტატებმა მიმართა.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ერაყის შეიარაღებულ ძალებს პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებაში დაეხმარებიან. საამისოდ კი სპეციალური სამხედრო სასწავლებლები გაიხსნება.

გარდა ამისა, მინისტერიალზე ორი ახალი სამეთაურო ცენტრის შექმნაზეც შეთანხმდნენ. ერთი შეერთებულ შტატებში, მეორე კი გერმანიაში გაიხსნება და ის ალიანსის ძალების მოკლე დროში გადაადგილებას გაუწევს კოორდინირებას.

დღის ამბები