24 აპრილი 2024,   05:44
ვრცლად
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულთა მორიგი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულ კრედიტორთა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეები დაკარგული თანხების კომპენსირებას მოითხოვენ, რომლებიც მათ საფინანსო კომპანიას წლების წინ ასესხეს.

მათი თქმით, კომპანიის მენეჯმენტმა მათი თანხები გაფლანგა. ამ საქმეზე კომპანიის დამფუძნებელი დაკავებულია, თუმცა, დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფომ მათ დასახმარებლად არაფერი გააკეთა. დაზარალებულები აცხადებენ, რომ 2012 წლის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა.  

დღის ამბები