
ბათუმში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ის ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.