24 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
გაუჩინარებული 12 წლის გოგონა - გამოძიება შესაძლო სექსუალურ დანაშაულზე მუშაობს

შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონში. სამართალდამცველები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რათა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა სექსუალური ხასიათის დანაშაულს ადგილი არასრულწლოვანის მიმართ. პოლიციას 12 წლის ბავშვის ბებიამ მას შემდეგ მიმართა, რაც 3 დღე არასრულწლოვანი გაუჩინარებული იყო.

სოციალური მუშაკები მოზარდს უკვე გაესაუბრნენ. დეტალებს გამოძიება ადგენს. შსს ინფორმაციით, საქმე 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის კავშირს 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.

დღის ამბები